kshop
 
რა ტიპის კონსტრუქციებს გვთავაზობს კნაუფი
Კნაუფის ტიხრები ერთმანეთისგან განსხვავდება ფილების რაოდენობით, კონსტრუქცის სისქით და დიზაინით. ყველა ტიხარში გამოიყენება knauf-ის  საიზოლაციო მინერალური ბამბა. Კონსტრუქციების ტიპები:    C 111 - გარსის ერთი ფენით. Ეს არის მინიმალური სისქისა და დატვირთვისადმი არასტაბილური ტიხარი. Ეს კონსტრუქცია არ ითვლება სრულფასოვან კედელად, მას იყენებენ ძირითადად დეკორაციული კედლების აგებაში და ზონირებაში.   C 112 - გარსი ორ ფენად - თითოეულ მხარეს ერთ ჩარჩოზე.   C 121 და C 122 კონსტრუქციები მსგავსია ზემოთ აღწერილი ორისა. განსხვავება ისაა, რომ პროფილების ნაცვლად ხის სხივებს იყენებენ კონსტრუქციისთვის.   C 115 - ტიხარი ორმაგი ჩარჩოთი, აგებულია თაბაშირ მუყაოს ორი ფენით. ეს საშუალებას იძლევა, კონსტრუქციის სისქის გაზრდით, მოათავსოთ მასში მინერალური ბამბის ორმაგი ფენა. მისი მახასიათებლებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ რომ ის არაფრით ჩამოუვარდება აგურით ნაშენებ კედელს.       C 116 - ასევე შესრულებულია ორმაგი ჩარჩოზე და მათშორის დაშორებით. მის შიგნით დარჩენილი სივრცე, იძლევა საშუალებას რომ მასში დაიმალოს კომუნიკაციები(წყლის მილები და ა.შ).    C 113 ან C 367 - ტიხრები სამმაგი კანით. განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საჭიროა სხვადასხვა ტიპის თაბაშირ მუყაოს გამოყენება: ნესტგამძლე, ცეცსლგამძლე და სტანდარტულის სხვადასხვა კომბინაციით.   კნაუფის სისტემები - ტიხარი კნაუფის სისტემები - ჭერი        

სტატიის ავტორი:

2022-05-07

სრულად ნახვა
 
თაბაშირ მუყაოს კედლის შეღებვა
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარილი მასალა საღებავია, თაბაშირ მუყაოს ფილებით აგებული კედლების და ჭერის დასასრულებლად. სწორად მომზადებული ზედაპირი იდალური საფუძველია რამოდენმე ფენა საღებვის წასასმელად. იქმადე სანამ შევარჩევთ საღებავს და დავიწყებთ სამუშაოებს, უნდა გვახსოვდეს რომ შეღებბამდე კედელი აუცილებლად უნდა დამუშავდეს ბათქაშით (შპაკლით). თაბაშირ მუყაოს ფილების ზედაპირზე პირდაპირ წასმული საღებავი დიდი ალბათობით შრობის შემდეგ დაიბზარება და ადგილებში ბუშტებსაც გაიჩენს. ამიტომ აუცილებელია რამოდენიმე ფენა ბათქაშით გაილესოს კედელი, ფილების შემართებელ ადგილებში უნდა დაეკრას სპეციალური ლენტი და საბოლო ჯამში მივიღებთ სწორ ზედაპირს და საფუძველს იმისთვის რო მივიღოთ იდეალური და გრძელვადიანი შედეგი ღებვის შემდეგ. მომზადებული ზედაპირი შეგვიძლია შევღებოთ ნებისმიერი სახის საღებავით, მაგრამ რეკომენდირებულია ნესტგამძლე საღებავის გამოყენება იმისთვის, რომ დავიზღვიოთ თავი ყველა საშიშროებისგან.

სტატიის ავტორი:

2022-04-12

სრულად ნახვა
 
მშრალი და ტრადიციული მშენებლობა
პირველი კითხვა რომელც ჩნდება რემონტის დაწყების ან ბინის რედიზაინის დორს არის, თუ რა მასალები შევარჩიოთ და შემდგომ გამოვიყენოთ ამისთვის. მასალებსა და მეთოდებს შორის ზღვა არჩევანია, პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ თუ რა მსალებს გამოვიყენებთ მშენებლობის დროს, შემდგომ კი შევარჩიოთ მათშორის საუკეთესო ხარისხი მქონე პროდუქტები ჩვენი ბიუჯეტის შესაბამის ფასად.   ის ფაქტი, რომ კედლები შესაძლოა აშენდეს ისეთი მასალებისგან, როგორიც არის აგური, ბლოკი, გაზობლოკი ან სხვა მზგავსი პროდუქტების გამოყენებით ცნობილია ყველასთვის, ვისაც კი ოდესმე ჰქონია შეხება რემონტთან. ამ მასალების გამყენება მიეკუთვნება „სველ მშენებლობას“(ტრადიციულს). არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინდუსტრიას დაემატა ახალი მშენებლობის მეთოდი, კერძოდ „მშრალი მშენებლობა“. მისი მთავარი განსხვავება სხვა მეთოდებისგან, მდგომარეობს იმაში რომ ამ შემთხვევაში გამოიყენება თაბაშირ მუყაოს ფილები და ალუმინის პროფილები. აქედან გამომდინარე მშენებლობის ეტაპიდან ამოვარდება სველი სამუშაოები, როგორებიც არი ცემენტის მოზილვა, ბლოკის დალაგება და მისი შრობის ლოდინიც, რაც ბევრად ამცირებს სარემონტო სამუშაოების ვადას. ეს მეთოდი გამოიყენება გარე კედლების გასასწორებლადაც რაც ტრადიციულად, მოთხოვს ბევრი ფენა შპაკლის წასმას და ასევე გაშრობის ლოდინს. იქიდან გამომდინარე რომ მშრალი მშენებლობის მასალებს გააჩნიათ მცირე წონა, ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მარტივად წარმართოს მთელი პროცესი.   პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშრალი მშენებლობისას, არის ალუმინის პროფილებით კარკასის აწყობა. იქიდან გამომდინარე რომ კარკასი არის მთლიანი ნაგებობოს საფუძველი, აუცილებელია რომ ის მყარი და მდგრადი იყოს. სამუშაოების დაწყებამდე რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ ხარისხიანი მასალები, აუცოლებლად გამოიყენეთ სერტიფიცირებული პროდუქცია, რადგან ამაზეა დამოკიდებული კედლისა თუ ჭერის ექსპლოატაცის ვადა. ერთერთი საუკეთსო ვარაიანტია კნაუფის პროფილ და თაბაშირ მუაყაოს ფილები, რომლებიც გერმანული სტანდარტით არის დამზადებული.   თაბაშირ მუყაოს ფილებისგან, ოთახების გამყოფი კედლების აშენება სწრაფი და მარტივი პროცედურა. იმისათვის რომ კარგად გვესმოდეს ჯაჭვური ნაბიჯებისგან შედგება ეს მეთოდი, ვცდები მარტივად 10 პუნქტის დახმარებით აგიხსნათ ეს პროცესი: პრველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ როგორ გვინდა რომ გავტიხროთ ოთახები და შემდგომ მოვნიშნოთ ის ადგილები იატაკზე, კედელზე და ჭერზე. ყველა მიმმართველ პროფილებზე საჭიროა დავაწებოთ საიზოლაციო ლენტი. პრველ რიგში მიმმართველ პროფილები უნდა დავამაგროთ იატაგზე და ჭერზე. ყველა პროფილი რომლებიც ვერტიკალურად უნდა დავმოტაჟოთ, უნდა გადავჭრათ ჭერის შესაბამის ზომაზე, სასურველია რომ 10 მმ იყოს განსხვავება ჭერის სიმაღლესა და პროფილის ზომას შორის. გადაჭრილი პროფილები უნდა მოვათავსოთ მიმართველ პროფილებში, რომლებიც დამონტაჟებულია იატაკზე და ჭერზე, ბოლო პროფილზე რომელიც კედელზე მიებჯინება ასევე უნდა დავაწებოთ საიზოლაციო ლენტი. როცა დავრწმუნდებით რომ კონსტრუქცია სწორად არის აწყობილი, მიმართველი და ვერტიკალური დგომის პროფილები უნდა დავამაგროთ ერთმანთზე. თაბაშირ მუყაოს ფილებიც ისე უნდა გადაიჭრას რომ ჭერის სიმაღლეზე 10 – 15 მმ მოკლე იყოს, ტიხრის დამონტაჟება უნდა დაიწყოთ კედელზე მიბჯენილი მხრიდან. დაამაგრეთ თვითმჭერებით თაბაშირ მუყაოს ფილები პროფილებზე(აუცილებელია გამოვიყენოთ შესაბამსი თვითმჭერები) ერთი მხრიდან. ეხა საჭიროა კომუნიკაციების ნახვრეტებში გამოვატოართ ელეკტორბის კაბელები, დამცავი გოფრირებული მილებით და შემდგომ ჩავსვათ საიზოლაციო ფილები (მინ ბამბა). მეორე მხრიდანაც დამონტაჟეთ თაბაშირ მუყოას ფულები როგოეც ეს მე - 8 ნაბიჯზე გავაკეთედ.     ამ ნაბიჯსებს შემდეგ კედელი უნდა გაილესოს და ის მზად იქენბა შემდგომი დამუშავებისთვის (ელ. კომინიკაციების დასამონტაჟებლად, შპალიერის გასაკრავად და ა.შ) მსგავსი კედლების აშენება ტრადიციული მეთოდებით (აგური, ბლოკი, გაზობლოკი, ცემენტი ან სხვა მზგავსი), ართულებს პროცეს - სველი, მტვრიანი და შრომატევადი მასალების გამო, რაც სამუშოების დასრულებას დროში საკმაოდ წელავს. იმისთვის რომ შევადაროთ რა პორცესებია საჭირო ტრადიციული მშენებლობისთვის გავყვეთ პროცეს: - მუდმივად საჭირო ცემენტისა თუ მზგავსი მასალების პატარა პორციებით, ხელახლა შემზადება - წყლის და სამშენებლო ფხვნილის მოზილვა, რადგან მომზადებული მასა მუდივად ახალი უნა იყოს. - ბლოკით ან მზგავსი მასალით უნდა აშენდეს სათითაოდ ტიხრები. - ტიხარი ბევრი ფენა შესაბამისი მასალით უნდა გაილესოს იმისთვის რომ საბოლოდ სწორი კედელი მივიღოთ. - იმისთვის რომ კედლის ზედაპირი შემდგომი სამიშაოებისთვის(კედლის შესაღებათ ან შპალიერის გასაკრავად) გამზადებული იყო, მთელი კონსტრქცია უნდა გაიშპაკლოს პირველი და მოერე პირი შპაკლით(ბათქაში). შრობის დრო გამომდინაორებს იქიდან თუ რა სისიქის ბათქაში იქნება წასმული კედელზე, რაც უფრო არასწორია კედლის ზედაპირი, მითუფრო სქელი ფენა დასჭირდება და შესაბამისად მეტი დრო გასაშრობათ. იქიდან გამომდინარე რომ ეს პროცესები საკმაოდ მტვრიანია საქმეა, საუშაოების დამთავრები შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ მთლიანი სივრცის დასუფთავება. თაბაშირ მუყაოს ტიხრების ამოშენების რამოდენიმე მეთოდი არსებოს და ასევე და ასვე ამ მასალას ფაჩნია მრავალი დანიშნულების დანამატებიც - არსებოს ცეხლგამძლე, ნეტგამცლე და სხვა მზგავსი ფილები დამატებითი ინფორმაცის შგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე: კნაუფის ფილები და მშრალი მშენებლობა კნაუფის სისტემები - ტიხარი კნაუფის სისტემები - ჭერი

სტატიის ავტორი:

2022-04-03

სრულად ნახვა
 
კნაუფის ფილები და მშრალი მშენებლობა
„მშრალი მშენებლობის“ მთავარი ელემენტია თაბაშირ მუყაოს ფილები, ასევე ცნობილი როგორც „გიფსოკარდონი“, რომელსაც არა მხოლოდ პროფესიონალი მშენებლები იყენებენ მშენებლობის დორს, არამედ თვითონ მომხმარებლებიც თავის ხელით ამონტაჟებენ მას. ეს განპირობებულია მისი მონტაჟის სიმარტივით.

სტატიის ავტორი:

2022-01-26

სრულად ნახვა
 
კნაუფის თბოიზოლაცია
კნაუფი მრავალ თბოსაიზოლაციო და ხმისაიზოლაციო პროდუქტს აწარმოებს, კონკრეტულად  მინ ბამბა (1.TR 039)/(2.TR 039) შიდა გამოყენების მასალა. ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია - კონსტრუქციულ კედლებში, ჭერებში, დახრილ სახურავებში, მანსარდებში და ცივი სხვენიბშია. მასალას საკმოდ ბევრი უპირატესობა გაჩნია მზგავს პროდუქტებთან შედარებით, მაგალითად: პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს (იწარმოება ინოევაციური ტექნოლოგიით - ECOSE®-ის გამოყენებით და მზადდება ბუნებრივი მასალებისგან), უპრობლემოდ უძლებს სინესტეს და სხვა მზგავს გარემო-პირობების ზემოქმედებას (ამის საშუალებას აძლებს მისი, წარმოებისას მისი წყალგაუმტარი ნივთიერებით Aquastatik-ით გაჟღენთვა), ასევე იგი მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელია მონტაჟის დროს. გაჩნია დიდხნიანი ექსპლოატაციის ვადა და ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში არ იწივის.   რათქმაუნდა მისი უმთავრესი მახასიათებელია, სითბოს მაღალი დონის კონსერვციის უზრუნველყოფა შენობა-ნაგებობებში, რაც მისი დაბალი თბოგამტარობის უნარის ხარჯზე ხდება. ლოგიკურია რომ, რაც უფრო დაბალია მასალის თბოგამტარობის კოეფიციენტი, მით უფრო კარგად ინარჩუნებს ტემპერატურის საჭირო გრადუს. ჭერებსა და კედლებში გამოყენებულ მინ ბამბა (1.TR 039)/(2.TR 039)-ს გააჩნია ძალიან დაბალი თბოგამტარობის კეფიციენტი 0,037. ის ინარჩუნებს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში, რაც ამცირებს სასიმოვნო ტემპერატურის მისაღებ და შესანარჩუნებელ ენეტგიას ხარჯს. ამსთან ერთად მას გაჩნია ხმის საიზოლაციო თვისებები, პროდუქტის სტრუქტურა ხელს უშლის ბგერებსი გავრცელებას კედლებ შორის, რაც უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას.   კნაუფის მთავარი მიზანია გაზარდოს მისი მასალების ეფექტურობა, მათი ექსპლოატაცის ვადა და განავითაროს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები, მაგალითად როგორიც არის ECOSE® ტექნოლოგია. კომპანის ესეთი პოლიტიკა ეხმარეაბ კნაუფს იყოს ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. კნაუფის საიზოლაციო მასალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: ბმული

სტატიის ავტორი:

2021-12-03

სრულად ნახვა
 
თაბაშირ მუყაოს ფილების შექმნის ისტორია
1881 -1910 პირველი ანალოგი თაბაშირ მუყაოს ფილების - ეგრედწოდებული გიფსოკარდონის, შექმნა ამერიკელმა ინჟინერმა ავგუსტინ საკეტმა, ეს იყო 5 მმ სისქის მასალა, რომელიც შედგებოდა 10 ფენა მუყაოდან და იყო ერთმანთზე დაწებებული თაბაშირის (გიფსის) ხსნარით. პატენტი ამ ქმნილებაზე იყო გაცემული 1881 წელს. ჩვენთვის უფრო ნაცნობი შემადგენლობით და ვიზუალის მქონე პრიდუქტად, თაბაშირ მუყაო გარდაიქმნა მეოცე საუკუნის დასწყისში, სტივენ კელი და კლარეს უტზმანის დახმარებით. სტივენმა მოიფიქრა ორი მუყაოს შორის, თხელი ფენა გამაგრებული თაბაშირის მოთავსება, კლარესმა კი თაბაშირ მუყაოს კიდების მომრგვალება შესთავაზა იმისთვის, რომ მისი ხმარება უფრო მარტივი გამხდარიყო. თაბაშირ მუყაოს ფილების (გიფსოკარდონის) პირველი მაწარმოებელი ქარხანა ამერიკაში 1917 წელს გაიხსნა და ამით სამშენებლო მასალების პირველი მასიური წამოების ეპოქა დაიწყო. მიუხედავად ამისა ქარხნის ამუშავებიდან რამოდენიმე წელიწადი, სამშენებლო პროექტებში, სარემონტო მასალად თაბაშირ მუყაოს ფილებს იშივათად იყენებდნენ.     1932-1958 თაბაშირ მუყაოს ფილების (გიფსოკარდონის) პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა 1932 წელს გერმანიაში ახლი კომპანის დაარსებამ, რომელიც სამშენებლო მასალებს და სამშენებლო კონსტრუქციებს აწარმოებდა. ქარხანა დაარსა ორმა ძმამ, ალფონსო და კარლ კნაუფებმა და შესაბამისად კომპანიის სახელად მათი გვარი კნაუფი შეარჩიეს. კომპანია კნაუფის დამსახურება მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, შეძლეს თაბაშირ მუყაოს ფილების მასიური წარმოების გაზრდა და ხარისხიანი სამშენებლო მასალების შექმნა. ასევე მათ შეკრიბეს კნაუფის სპეციალისტების გუნდი, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ფილების კონსტრუქციულ გაუმჯობესებაზე, იმისთვის რომ გაიზარდოს მასალის ხარისხი, შემცირდეს წარმოების ფასი და გაიზარდოს პროდუქციის ექპლუატაციის ვადა. 1958 წელს უშუალო ალფრედი კნაუფის ჩართულობით, შეიქმნა წარმოება თბაშირ მუყაოს ფილების ზუსტად ისეთ ფორმით, როგორსაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ. მაგრამ რათქმაუნდა მას მერე, მრავალჯერ შეიცვალა თაბაშირის ხნარის შემადგენლობა, მისი სიმჭიდროვე, მუყაოს სისქე და მრევალი სხვა რაც მისი ხარისხს აუმჯობესებს. რეალურად რასაც დღეს ჩვენ თაბაშრ მუყაოს ფილებს ვეძეხით, შეიქმნა 1958 წელს კნაუფის ქარხანაში და მას მერე უბჯობესდება.   1958 – დღემდე ამის შემდეგ, ამ უნიკალურმა მასალამ დაიპყრო მთლიანი სამშენებლო მასალების ბაზარი. დღეისთვის კნაუფს 25 ზე მეტი ქარხანა აქვს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებული და მუდმივად აფართოებს წარმოებას, რაც ხელს უწყობს მას სამშენებლო მასალების ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნებაში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კნაუფის თაბაშირ მუყაოს ფილები დღეისთვის - არა მხოლოდ კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება, არამედ გაჩნი ფართო ასორტიმენტი სისტემების სადაც მას ფართოდ იყენებებ. მაგალითად: კნაუფის ტიხარი, კნაუფის ჭერი და სხვა... ჯგუფი “კნაუფი” საქართველოში უკვე 20  წელია, რაც წარმოდგენილია. თუ დასაწყისში ეს იყო უბრალოდ “კნაუფის” პროდუქტების მოწოდება საზღვარგარეთიდან, 2006 წლიდან საქართველოში მუშაობა დაიწყო მარკეტინგულმა საწარმომ შპს “კნაუფ მარკეტინგ თბილისი”, რომელიც დაკავებული იყო როგორც კნაუფის სხვადასხვა სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტით, ასევე ბაზრის კონიუქტურის და მოთხოვნილების შესწავლით.კნაუფის ჯგუფის მარკეტინგული კვლევების შედეგების მიხედვით, საქართველოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უშუალოდ საქართველოში წარმოების დაწყების აუცილებლობის შესახებ. 2008 წლის 29 დეკემბერს კომპანიამ “კნაუფი” შეიძინა ქ. თბილისში (ყიზიყის ქ. #17) თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოების ქარხანა. ქარხანა, შპს “კნაუფ გიპს თბილისი”, ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 ივლისს. 2009 წლიდან ხაზის რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ სპეციალისტები გერმინიიდან და უკრაინიდან საწარმოს ქართველი პერსონალის მხარდაჭერით მოდერნიზაციის შემდეგ, ხაზის მართვა ხდება თანამედროვე მიკროპროცესორული ტექნიკის ბაზაზე. დაყენებულია მოწყობილობა ფილების მარკირებისათვის “კნაუფის” ჯგუფის სტანდარტების თანახმად. რეკონსტრუქციის მიზანი იყო საქართველოში ისეთი პროდუქციის წარმოების აწყობა, რომელიც შეესაბამება ადრე იმპორტირებული კნაუფის ფილების ხარისხის მაღალ სტანდარტებს. დღეისათვის საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 100 ადამიანს. ქარხანას შეუძლია გამოუშვას წელიწადში 6 მლნ მ2 “კნაუფის” ფილა. “კნაუფი” მზად არის კვლავ იყოს სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალების წარმოების დარგის ლიდერთა რიცხვში.    

სტატიის ავტორი:

2021-11-19

სრულად ნახვა
 
Knauf-ის ცეცხლსაწინაღმდეგო სისტემა
  საუბედუროდ ყოველ წელს ხანძარს ადამიანების სიცოცხლე მიაქვს და დიდი მატერიალურ ზიანს აყენებს შენობებს და გარშემო ინფრასტრუქტურას. ხანძრის გავრცელების ლოკალიზაცია მისი გაჩენის ადგილას, საუკეთესო ხერხია მის საწინააღმდეგოდ. ამისთივს უნდა მივმართოდ პასიური ხანძარსაწინააღმდეგო ხერხებს. ერთერთი ასეთი გადაწყვეტილება ხანძარმდგრადი სამშენევლო მასალების კერძოდ ფილების გამოყენება, რომლებიც იცავენ შენობის კონსტრუქციას და მის ინფრასტრუქტურას ხანძრის ზემოქმედებისგან. Knauf-ის თაბაშირ მუყაოს ფილებს (გიფსოკარდონი), გაჩნია მაღალი დონის ცეცხლგამძლეობა, მისი მთავარი მიზანია დაიცვას, შენობა-ნაგებობების საყრდენი კდელები, გაზარდოს დრო ხანძრის დაწყებიდან მის კრიტიკულ ზღვარამდე, რომ მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია მანამ სანამ შენობა-ნაგებობება ჩამოინგრევა.     Knauf-ის ცეცხლსაწინააღმდეგო ტიხრები, ჭერი, იატაკი და შენობის საკომუნიკაციო სათავსოები - ყუთები, შეფუთული ცეცხლგამძლე თაბაშირ მიყოას ფილებით, ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას შენობებში და ამით ეხმარება, მეხანძრეებს სიცოცხლისა და ქონების გადარჩენაში.     სტრუქტურული სახანძრო დაცვა გამოიყენება, ფოლადის სვეტებზე, ჭერეზე, იატაკეზე და შენობის საკომუნიკაციო სათავსოები ყუთეზე, ხანძარსაწინააღმდეგო კოეფიციენტის გაზრდის მიზნით. კნაუფის ცეცხლგამძლე ფილების გამოყნება, ჩარჩო კონსტრუქციით ან პირდაპირი მოპირკეთება, იცავ მათ ნგრევისგან და გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო ეფექტურობა 180 წუთამდე. კნაუფის სისტემების შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: კნაუფის სისტემები - ჭერი კნაუფის სისტემები - ტიხარი კნაუფის იზოლაცია  

სტატიის ავტორი:

2021-10-25

სრულად ნახვა
 
„კნაუფ ინსულეიშენ“
"კნაუფ ინსულეიშენ“ წარმოადგენს 1932 წელს დაფუძვნებულ კნაუფის კომპანიების საოჯახო ჯგუფის ნაწილს, რომელიც სპეციალიზირებული თბოსაიზოლაციო და თაბაშირის სამშენებლო მასალების აწარმოებს.

სტატიის ავტორი:

2021-10-19

სრულად ნახვა
 
კნაუფის ცეცხლმდეგი სისტემები
საქართველოს მთავრობის №41 დადგენილებით ,,შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე" რეგულირდება ცეცხლმდეგობის ხარისხი,დროის პერიოდი რომლის განმავლობაშიც შენობის ელემენტი ინარჩუნებს ცეცხლის შეკავების უნარს,აგრძელებს სტრუქტურული ფუნქციის შესრულებას,ან ახერხებს ორივეს. კნაუფის ცეცხლმდეგი სისტემები,აკმაყოფილებს მოთხოვნებს რომელიც თითოეული ინდივიდუალური ცეცხლმდეგი ანაწყობისთვისაა განსაზღვრული.რაც თურქეთში დამოუკიდებელ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურეს. კერძოდ ცელხმდეგობის ხანგრძლივობა 60,90 და 120 წუთია,აწყობილი კონსტრუქციის შესაბამისად.

სტატიის ავტორი:

2021-09-02

სრულად ნახვა
 
კანფ როტბანდის შენახვის რეკომენდაციები
კნაუფის ფითხის შენახვის რეკომენდაციები

სტატიის ავტორი:
კნაუფი
2021-06-11

სრულად ნახვა
 
თბოსაიზოლაციო,ბგერასაიზოლაციო მასალები მინაბორჭკოს ბაზაზე ტექნოლოგიით ECOSE
-მაღალი თბოსაიზოლაციო და ბგერასაიზოლაციო თვისებები -არაწვადობა -სიმტკიცე მიკროორგანიზმებისა და მღნელების მიმართ -ხანგამძლეობა -ენერგოდაზოგვა -ნარტურალური კომპონენტების ბაზაზე -ფენოლის,ფორმალდეჰიდის,აკრილის და ნავთობქიმიის სხვა პროდუქციის გარეშე -ნატურალური ფერი -ნაკლებ მტვრიანი -აქვს ნეიტრალური სუნი  

სტატიის ავტორი:

2021-05-25

სრულად ნახვა
 
ბგერითი ტალღები
  ლაპარაკით,მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრით,სანტრანსპორტო მოძრაობით და დანადგარების მუშაობით წარმოიშობა ბგერითი ტალღები,რომელიც უნდა ჩაახშოს მშრალი მშენებლობის გზით აშენებულმა კედლებმა,ჭერებმა და იატაკებმა.თუ ბგერა მშრალი მშენებლობის მეთოდით აშენებულ კედელთან მოვა შეხებაში ,მაშინ მოხდება მისი იზოლაცია.ამიტომ იდეალურ შემთხვევაში,მეზობელი საერთოდ ვერავითარ ხმას ვერ გაიგებს .საცდელ ლაბორატორიაში ხდება ამ პროცესის მოდელირება და მეტროლოგიურად იზომება აკუსტიკური იზოლაციის ერთეულებით.    აკუსტიკური იზოლაციის ერთეული R აჩვენებს,თუ რამდენი დეციბელ(A) -იკლებს ბგერითი წნევის დონე.რაცუფრო მაღალი სიდიდითაა დეციბელ(A) მით უკეთესად ხდება კედლის მიერ ბგერის იზოლაცია.

სტატიის ავტორი:

2020-05-25

სრულად ნახვა
 
თაბაშირ–მუყაოს ფილების ზედაპირების დამუშავება:შეფითხვნა
  ნაკერების ფორმირება და მათი გაგოზვა წარმოადგენს მშრალი მეთოდით წარმოებული სამუშაოების ხარისხის გადამწყვეტ ფაქტორს.თუ საჭიროა მთლიანი ზედაპირის დამუშავება,მაშინ ნაკერები, პირაპირები და შურუპის თავები უნდა შეიფითხნოს. ნაკერების შეფითხვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ამისთვის გათვალისწინებული კნაუფის საფითხნი მასებით.ვინაიდან მხოლოდ სწორად შერჩეული ფითხი იძლევა ბზარის არარსებობის გარანტიას და დამუშავებული თაბაშირმუყაოს ფილების ხანგრძლივ საიმედო შეერთებას.ამგვარად, კნაუფის კონსტრუქციები გარდაიქმნება სწორ და იდეალურ ზედაპირად შემდგომი საღებავით,   შპალიერით ან კერამიკული ფილით დასაფარად.ნაკერების ლენტი თავის თავზე იღებს გაჭიმვისას წარმოქმნილ დაძაბულობებს (მაგალითად თერმული გაფართოება) რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს ნაკერების ადგილებში ბზარების გაჩენა . კვეთის ნაწიბურზე ასევე რეკომენდირებულია ნაკერების ლენტის გამოყენება,თუ თქვენ შესაფითხნი სამუშაოების ჩატარებას გადაწყვეტთ ნაკერების ლენტის გამოყენების გარეშე,მაშინ უნდა გამოიყენოთ ფითხი კნაუფ უნიფლოტი.ნაკერების ლენტის გმოყენებისას რეკომენდირებულია შეფითხვნა კნაუფ ფუგენფიულერით.კონსტრუქციული მოსაზრებებით ჭერიდან სახურავის ქანობზე გადასვლის ან სახურავის ქანობიდან სხვენზე გადასვლის ადგილებში შეფითხვნა ყოველთვის უნდა გაკეთდეს ნაკერების ლენტის გამოყენებით.( და უნიფლოტთან კომბინაციით) 

სტატიის ავტორი:

2020-05-13

სრულად ნახვა
 
PROFSYSTEM , წარმატებული ქართული ბრენდი
წარმატებული ქართული ბრენდი: PROFSYSTEM

სტატიის ავტორი:
გ.ს
2020-03-30

სრულად ნახვა
 
კნაუფ ფლეხენდიხტი–ფლეხენდიხტბანდი
  კნაუფ ფლეხენდიხტი გამოიყენება ზედაპირების ჰიდროიზოლაციისათვისკერამიკული ფილის ან მეტლახის ქვეშ.   მას გააჩნია კარგი ადგეზია პრაქტიკულად ყველა ზედაპირთან,მაგალითად,ბეტონთან,ქაფ–ბეტონთან,კირის,ცემენტის და თაბაშირის ბათქაშთან,ცემენტის ფილებთან,ქვის წყობასთან,ქვასთან,ხესთან,მონოლითის უნაკერო იატაკებთან.   მაჰერმეტიზირებელი ლენტი კნაუფ ფლეხენდიხტბანდი გამოიყენება კნაუფ ფლეხენდიხტი ჰიდროიზოლაციასთან ერთად საიმედო იზოლაციისათვის პრობლემურ ადგილებში:    – გარე და შიდა კუთხებში    – კედლისა და იატაკის შეერთების ადგილებში    – ღია ბზარებში,რომლებიც წინსწარ შევსებულია ფითხით.

სტატიის ავტორი:

2020-03-24

სრულად ნახვა
 
ჰიდროიზოლაცია - ტენისგან დაცვა
  ტესინგან დაცვა ხშირად გულისხმობს იმას, რომ მშრალი მშენებლობის მეთოდით აშენებული შენობები წყლისაგან იყვნენ დაცული. ასეთი შემთხვევაა მაგალითად სახლის სააბაზანოში წარმოქმნილი ტენის ნეიტრალიზაცია.ტენისგან დაცვა გულისხმობს ასევე პროცესს,როცა მშრალი მშენებლობის მეთოდით აშენებული კონსტრუქცია ახდენს ორთქლის დიფუზიას. ტენისგან დაცვა  არის აუცილებელი მშრალი შენების კონსტრუქციებისთვის,მაგალითად-    - საცურაო აუზებისთვის,გამანჯანსაღებელი დაწესებულებისთვის    - აბაზანებისათვის    - დიდი სამზარეუეულოებისთვის    - საკვებ გადამამუშავებელი საწარმოებებისთვის

სტატიის ავტორი:

2020-03-16

სრულად ნახვა
 
ორთქლიზოლაცია
     კონდესატის გამოყოფა ხდება ყველგან,სადასც წყლის ორთქლით გაჟღენთილი თბილი ჰაერი შეხებაში მოვა ცივ ზედაპირთან.ამის თავიდან ასაცილებლად საჯიროა იზოლაციის ჩამონტაჟება,რომელიც არ დაუშვებს წყლის ორთქლის დიფუნდირებას(გარეთ გასვლას) სამშენებლო ელემენტის გავლით.      ორთქლის იზოლაცია ყოველთვის ყენდება სამშენებლო ელემენტის თბილ მხარეს,მაგალითად თაბაშირის ფილის უკან და თბოიზოლაციის წინ.      ორთქლიზოლაცია როგორც წესი შედგება ალუმინის ან პოლიეთილენის კილიტისაგან.კომბინირებულ ფილებსაც გააჩნიათ ქარხნული წესით ჩამონტაჟეული ორთქლის იზოლაცია    

სტატიის ავტორი:

2020-03-14

სრულად ნახვა
 
მანსარდის -სხვენის მოპირკეთება
  კერძო სახლის სახურავის დაქანება უნდა აღიჭურვოს ქვეკონსტრუქციით მოსაპირკეთებელი სამუშაოების დროს.სხვენის მოპირკეთების ქვეკონსტრუქცია შეიძლება შედგებოდეს ხისგან ან ლითონის პროფილებისგან.   შემდგომში გამოყენებული ქვეკონსტრუქციის სახეობისგან დამოუკიდებლად,თბილი ჭერის აგებისას პირველ რიგში საიზოლაციო მასალით მჭიდროდ ამოივსება სივრცე ნივნივებს შორის.საიზოლაციო მასალის სისქე ნივნივების სიმალეს შეესაბამება.  ამის შემდეგ მაგრდება განივი ძელაკები.მათი ზომები ნივნივებს შორის მანძილზეა დამოკიდებული .განივი ძელაკების მაქსიმალური დაშორება 10-15 გრადუსის დახრილობის სახურავების დაქანებაზე ,ფილის სისქეზეა დამოკიდებული.  

სტატიის ავტორი:

2020-03-09

სრულად ნახვა
 
სანიტარულ ჰიგიენური მოწყობილობების ჩამონტაჟება
  სანიტარულ -ჰიგიენური მოწყობილობების მონტაჟი იწყება მას შემდეგ რაც დასრულებულია სამონტაჟო კედლის ქვედა კონსტრუქციის აგება.სწორედ ამიტომ ,სამშენებლო გრაფიკის დეტალურ გეგმაში აუცილებელია მუშაობის გრაფიკის წინასწარი გათვლა. მონტაჟის წინაპირობები: --წინასწარ დამზადებული ფოლადის საყრდენი დგარები,რომლებიც როგორც წესი ,სხვადასხვა სიმაღლეზე შეიძლება დაყენდეს --ფილების იატაკში დამაგრება  ხორციელდება ძირითადი გადახურვის ფილაზე და არა მცურავ იატაკის მოჭიმვაზე --ტუალეტის, ხელის დასაბანი ნიჟარის შემთვევაში ყურადგება უნდა მიექცეს სიმაღლეებს.გაზომვა ხდება შესამოსი კერამიკული ფილების მიხედვით 

სტატიის ავტორი:

2020-03-07

სრულად ნახვა
 
თაბაშირ -მუყაოს ფილები
    მოხმარების ყველა სფეროში კნაუფი გთავაზობთ შესაბამის თაბაშირ მუყაოს ფილებს.დაწყებული სტანდარტული თაბაშირ-მუყაოს ფილებით,ნესტგამძლე ფილებით მაღალი ტენიანობის სათავსოებისათვის და დამთავრებული ცეცხლგამძლე ფილებით,რომელიც გამოიყენება მაგალითად ,სხვენის სართულის მშენებლობისას.გამოყენების მიზნისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს თაბაშირ მუყაოს ფილის სისქეს და ამის შედეგად მიღებული ხმის იზოლაციის და თბოიზოლაციის პაარამეტრებს  და ასევე ხანძარუსაფრთხოებას და სინესტისაგან დაცვას.

სტატიის ავტორი:

2020-03-04

სრულად ნახვა
 
ბგერაიზოლაცია და თბოიზოლაცია
კედლების ხმისიზოლაციისა და თბოიზოლაციის გაუმჯობესება

სტატიის ავტორი:
კნაუფი
2020-03-02

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის ტიხრები ლითონის კარკასზე
  ტიხრები ლითონის კარკასზე წარმოადგენენ ერთმაგ(W-111, W-112, W-113, W-118, K-234) ან ორმაგ  (W-115, W-116) კარკასებს ორმხრივი შემოსვით კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილებისა და ტენმდეგი თაბაშირმუყაოს ფილებისაგან. ცეცხლგამძლე თაბაშირმუყაოს  ფილებისა და ცეცხლგამძლე-ტენმდეგი  თაბაშირმუყაოს ფილებისაგან.   კარკასი უერთდება ოთახის კონსტრუქციის ელემენტებს.შემოსვა შეიძლება იყოს ერთშრიანიდან სამშრიან შემოსვამდე .  თუ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები ბგერა-თბო და ხანძარსაწინაღო დაცვის მიმართ, მაშინ შეიძლება ღრუ კედლებში ჩაშენებული იყოს საიზოლაციო მასალები, და ასევე ელექტრო-სანიტარული  მოწყობილობები.  

სტატიის ავტორი:

2020-02-24

სრულად ნახვა
 
ქვაბამბა
  -ქვაბამბა - გამოიყენება თბო და ხმის იზოლაციისთვის.   - მისი საიზოლაციო თვისებების წყალობით შენობა ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს შეინარჩუნებს.  - აკონტროლებს ხმაურსა და ვიბრაციებს, შედეგად ხმის იზოლაცია შენობაში მშვიდი და გაუმჯობესებული გარემოს დამკვიდრებაში   დაგეხმარებათ. - ქვაბამბა საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს უფრო ჯანსაღს და კომფორტულს გახდის, განსაკუთრებით თუ ქალაქში ცხოვრობთ ან საქმიანობთ. - უპირატესობები: - მედეგია ტემპერატურის ცვლილების მიმართ -  სახანძრო უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი - ხმის იზოლაციისა და შთანთქმის მაღალი ხარისხი - მრავალფუნქციური პროდუქტი - მოქნილია ოთხივე მხრიდან სწრაფი და მარტივი ინსტალაციისთვის.

სტატიის ავტორი:
კნაუფ გიპს თბილისი
2020-02-21

სრულად ნახვა
 
"Knauf PFT" - დანადგარები.
-   სამშენებლო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების გამო სამშენებლო ფირმები იძულებულნი არიან დაფიქრდნენ ხელით შესრულებული სამუშაოების მექანიზაციაზე. -  მოსაპირკეთებელი სამუშაოები წარმოადგენენ მშენებლობის ერთერთ ყველაზე შრომატევად ეტაპს. მათი შრომატევადობის შემცირება შესაძლებელია მშრალი მშენებლობის სისტემების გამოყენებით. თუმცა თუ სამშენებლო ფართი ორიგინალური ან არასტანდარტულია, საჭირო ხდება საბათქაშე, საფითხნი და სამღებრო სამუშაოების წარმოება. აქ კი შრომატევადობის შემცირების მხოლოდ ერთი გზაა - მექანიზაცია. -  სწრედ ამისთვის არის შექმნილი "Knauf PFT" დანადგარები. რომლებიც იძლევიან მოსაპირკეთებელი სამუშაოების მექანიზაციის კომპექსური გადაწყვეტის შესაძლებლობას. სისტემა PFT აერთიანებს რამდენიმე სახის დანადგარს: ▪️ კონტეინერები მშრალი ნარევებისთვის ▪️ პნევმოსატრანსპორტო ტუმბოები ▪️ საბათქაშე სადგურები ▪️ ხსნარის ტუმბოები ▪️ შემრევები ▪️ სამღებრო სადგურები ▪️ სპეციალური მანქანები გარდა ამისა, ფირმა Knauf PFT აწარმოებს, როგორც დამხმარე და სახარჯ მასალებს (მილები, გადამწოდი, სტატორი და სხვ.) ასევე ინსტუმენტებს.

სტატიის ავტორი:

2020-02-19

სრულად ნახვა
 
აკვაპანელი-ფილა ცემენტის ბაზაზე
"აკვაპანელი" არის უნიკალური მასალა ჭარბი სინესტის მქონე სათავსოების მოპირკეთებისათვის. - იდეალური საფუძველი დეკორატიული მოპირკეთებისათვის; - 100% ნესტგამძლეობა, არ იშლება, არ იფხვნება, სპეციალური დამუშავების შედეგად არ იკიდებს ობს და სოკოს; - იღუნება რადიუსით 1 მეტრიდან; - დამუშავებისას მაქსიმალურად ტექნოლოგიურია; - სწრაფად და იოლად მონტირებადი;

სტატიის ავტორი:

2020-02-18

სრულად ნახვა
 
კნაუფი-თბილი კედელი
   გარე თბოიზოლაციის სისტემის, **კნაუფ თბილი კედელი **გამოყენება შესაძლებელს ხდის გაიზარდოს ძველი შენობების კედლების თბო წინაღობა და შესაბამისად შემცირდეს სითბოს დანაკარგი,ხოლო ახალ მშენებლობაში გამოყენებისას,შესაძლებელს ხდის შემცირდეს დანახარჯი კედლის მასალებზე,კედლის სისქის შემცირების ხარჯზე და უზრუნველყოფილიქნეს შენობების საჭირო თბოიზოლაცია.         

სტატიის ავტორი:

2020-02-17

სრულად ნახვა
 
მშრალი მობათქაშება:(აგურის კედლის შემოსვა)
  არსებული გარე კედლის შიდა მოპირკეთებისათვის გამოიყენება კნაუფის ბათქაში ან კედლის შემოსვა კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილებით და კარკასის გამოყენებით.თუ არ არის საჯირო ხმაიზოლაცია,მაშინ მშრალი მობათქაშებით შეილება სწრაფად მივიღოთ სწორი და სუფთა კედელები.მუდმივად ნესტიანი კედლებისა და დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ტენიანობის მქონე ფართებისათვის მშრალი ბათქაში არ გამოდგება.    მშრალი მეთოდით წარმატებული მშენებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია დაგრუნტვის სწორი შერჩევა ,ვინაიდან ის უზრუნველყოფს თაბაშირის წებოვანი დუღაბის კედელთან ოპტიმალურ შეჯიდებას.

სტატიის ავტორი:

2020-02-15

სრულად ნახვა
 
კნაუფი-მანსარდის აშენება (ფართი სახურავის ქვეშ)
  მანსარდის აშენებამდე ფართი უნდა შემოწმდეს სპეციალისტის მიერ,ვინაიდან მნიშვნელოვანი დეტალების(ჯერი,მოლარტყვა,მზიდი კონსტრუქციები) მდგომარეობაზეა დამოკიდებული,თუ რა შემდგომი ზომების მიღებაა  მიზან შეწონილი და საჭირო,მაგალითად,სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.    სამშ ენებლო ელემენტების მრავალფეროვნების გამო სხვენის სართულის მშენებლობა წარმოადგენს ერთიანი სამშენებლო ღონისძიების ურთიერთ დაკავშირებულ სისტემას.სხვენის სართულის მოწყობისას გამოიყენება კნაუფის ფილები  ხმისიზოლაციისა და თბოიზოლაციის მასალებთან კომბინაციაში.საიზოლაციო მასალების სისქე დამოკიდებულია იზოლაციის სასურველ კოეფიციენტზე და განსაზგვრულ მოთხოვნებზე. სხვენის ნაწილის შემოსვა კნაუფის ფილებისგან,სამონტაჟო პროფილისგან დამზადებულ ლითონის კარკასთან ეთად მაგრდება ნივნივის ფერმის რიგელზე ან ნივნივაზე.

სტატიის ავტორი:

2020-02-12

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის კომპლექტური სისტემები
 -  "Knauf"-ის პროდუქცია მზადდება ბუნებრივი მასალებისგან და წარმოება ხდება მაღალიტექნოლოგიური თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით. -   პროდუქციამ გაიარა ყველა საჭირო ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევა. პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატით და სრულიად შესაბამისობაშია ევროპულ დირექტივასთან- რაც გულისხმობს: ▪ თბოიზოლაციის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროების არარსებობა; ▪ არ არის კანცეროგენული ნივთიერება; ▪ არ გროვდება ორგანიზმში.   Knauf-დროა გაუფრთხილდე ენერგიას! 

სტატიის ავტორი:

2020-02-11

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის სამშენებლო პროდუქცია
საერთაშორისო ჯგუფი Knauf       კნაუფი სამშენებლო პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. -  გლობალური წარმოების ასორტიმენტშია ათეულობით სხვადასხვა სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალათა კატეგორია. -  20 წელია წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე -  ფლობს გერმანული საწარმოო ტექნიკით აღჭურვილ ქარხანას თბილისში. -   დანერგილი წარმოების და ხარისხის კონტროლის სტანდარტები იდენტურია კნაუფის გერმანიაში არსებული საწარმოებისა.

სტატიის ავტორი:

2020-02-09

სრულად ნახვა
 
Knauf Super Finish
Knauf Super Finish - მზა საფითხნი მასალა სპეციალური შემავსებლის, ვინილის შემკვრელის და მასალის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი დანამატების ბაზაზე. განკუთვნილია იდეალურად სწორი და გლუვი ზედაპირების შექმნისთვის ფართების შიგნით. Knauf Super Finish გამოიყენება შემდეგისთვის: თხელი საბოლოო ფენის დატანისთვის მინერალურ საფუძველებზე: მყარ ბათქაშებზე (თაბაშირის, კირის, ცემენტ-კირის), ბეტონის ზედაპირებზე, თაბაშირის ბლოკებზე, შეღებილ ზედაპირებზე ან მინაბოჭკოვანი შპალერით გაკრულ ზედაპირებზე. თაბაშირმუყაოს ფილების მოპირკეთებისთვის. თაბაშირმუყაოს ფილების პირაპირების, რომლებიც წინასწარ შევსებულია მასალით Knauf Uniflott ან Knauf Fugenfüller, განმეორებითი შეფითხნისთვის.

სტატიის ავტორი:

2020-02-08

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის მშრალი კედელი
Knauf-ის მშრალი კედელი • მშრალ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1958 წელს, როდესაც "კნაუფმა" პირველად შექმნა თაბაშირ-მუყაო. მას შემდეგ ეს სფერო მუდამ იზრდება და ვითარდება ტექნოლოგიურად. • მშრალ მშენებლობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს. "კნაუფს" უკვე წარმოებული აქვს 1,1 მილიარდი კვ/მ თაბაშირ-მუყაო და 815 მილიონი მეტრი მეტალის პროფილი. • პროდუქციის და აქსესუარების ფართო არჩევანი ჩვენი მომხმარებლების ყველა საჭიროებას ერგება.

სტატიის ავტორი:

2020-02-05

სრულად ნახვა
 
თბოიზოლაციის სისქე
მინერალური ბამბის სისქე არის 5 სმ, 10 სმ ან 20 სმ

სტატიის ავტორი:
კნაუფის სერვის ცენტრი
2020-02-04

სრულად ნახვა
 
საბათქაშე სალესი მანქანები PFT G4
საბათქაშე მანქანების PFT G4

სტატიის ავტორი:
კნაუფის სასწავლო ცენტრი
2020-02-04

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის ენერგოეფექტური კედელი
 -მაღალი ხარისხის ენერგოეფექტურობისთვის „კნაუფი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ გარე კედელს, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან შედგება და ტრადიციულ კედელთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია. - შენობების ენერგოდაზოგვის პრობლემის გადაწყვეტისა და საცხოვრებელში კომფორტული პირობების შექმნის თვალსაზრისით, შენობის თბოიზოლაციის მოწყობა გარედან, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. - შენობაში ენერგომოხმარების შემცირების შედეგად მცირდება შენობის გათბობისა და გაგრილების დანახარჯები, შესაბამისად ენერგოეფექტურ კედელზე გაწეული ხარჯები შემდგომში მოკლე ვადაში ანაზღაურდება, რადგან კომფორტული კლიმატის შესანარჩუნებლად შენობა მოიხმარს ნაკლებ ენერგიას.  

სტატიის ავტორი:

2020-02-04

სრულად ნახვა
 
KNAUF-ის ცეცხლგამძლე ფილა
"კნაუფი"-ს ცეცხლგამძლე ფილა  -გამოიყენება ოთახებს შორის მსუბუქი ტიხრების,შეკიდული ჯერის, კედლების შემოსვის მოსაწყობად და კონსტრუქციების სახანძრო დაცვის მიზნით. ცეცხმლდეგობას უზრუნველყოფენ სპეციალური დანამატები. -მუყაოს ფერი ვარდისფერი -მარკირების ფერი შავი ნაწიბურის სახეობა: -დათხელებული ნაწიბური -ნახევრად მრგვალი დათხელებული ნაწიბური -სწორი ნაწიბური  

სტატიის ავტორი:

2020-02-03

სრულად ნახვა
 
KNAUF-ფლიზენი
“კნაუფ-ფლიზენ” განკუთვნილია შემდეგი სამუშაოებისათვის: ▪ კედლების მოპირკეთება 30X30 სმ-მდე ზომის და 45 კგ/მ2 წონის კერამიკული ფილებით (წყალშთანთქმით არანაკლებ 3%) შენობების შიგნით და გარეთ (ცოკოლის გარდა); ▪ იატაკების (გათბობის გარეშე) მოპირკეთება 60X60 სმ-მდე ზომის კერამიკული ფილებით (შენობის შიგნით და გარეთ) და კერამოგრანიტით (შენობის შიგნით)

სტატიის ავტორი:

2020-02-02

სრულად ნახვა
 
KNAUF-ფლექსი
- “კნაუფ ფლექსი” განკუთვნილია შენობების შიდა და გარე (მათ შორის, ცოკოლის) მოპირკეთებისათვის: • კედლების მოპირკეთებისათვის კერამიკული ფილებით, კერამოგრანიტით, ბუნებრივი და ხელოვნური ქვით ფორმატის და წონის შეზღუდვის გარეშე; • იატაკების მოპირკეთებისათვის კერამიკული ფილებით, კერამოგრანიტით, ბუნებრივი და ხელოვნური ქვით ფორმატის და წონის შეზღუდვის გარეშე.

სტატიის ავტორი:

2020-02-01

სრულად ნახვა
 
KNAUF-როტბანდი
კნაუფ-როტბანდი – ეს არის თაბაშირის შემკვრელის საფუძველზე დამზადებული უნივერსალური მშრალი საბათქაშე ნარევი დანამატებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ადჰეზიას. - განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრი ვი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისათვის. ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქაშებლად. - განსაკუთრებით რეკომენდებულია გლუვი ზედაპირის მქონე ბეტონის ჭერებისა და კედლებისათვის.

სტატიის ავტორი:

2020-01-29

სრულად ნახვა
 
KNAUF-ტიფენგრუნდი
Knauf – ტიფენგრუნდი ➡ მზა დასაგრუნტი მასალა, სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე. განკუთვნილია საფუძვლის დასამუშავებლად ზედაპირის გამაგრების, მისი შეწოვისუნარიანობის შემცირებისა და ადჰეზიის გაუმჯობესების მიზნით საბოლოო საფარის (ფითხი, საღებავი, შპალერი), კერამიკული ფილების და სხვ. დაგების წინ. მისი მაღალი შეღწევადობის გამო კარგად გამოიყენება წვრილფორიანი მასალების დასაგრუნტად. ➡ Knauf – ტიფენგრუნდი შემდეგი ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება: ✅ თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილები ✅ თაბაშირის და ცემენტის ბათქაშები ✅ თაბაშირის ღარქიმიანი ფილები ✅ თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილების ნაკერები, თაბაშირის ფითხით დამუშავებამდე ✅ თაბაშირის და ცემენტის მოჭიმვა შიდა და გარე სამუშაოებისთვის.

სტატიის ავტორი:

2020-01-27

სრულად ნახვა
 
KNAUF-მულტიგრუნდი
  Knauf – მულტიგრუნდი – მზა დასაგრუნტი მასალა, სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე. გამოიყენება საფუძვლის დასამუშავებლად: ✔️ თაბაშირის და ცემენტის ბათქაშის დადებამდე ✔️ მოსაპირკეთებელი ფილის დადებამდე წებო ცემენტის გამოყენებით ✔️ knauf – ტრიბონის მოჭიმული იატაკის, თაბაშირისა და ცემენტის სხვა მოჭიმვების შემთხვევაში ✔️ კნაუფის ფილების მონტაჟის წინ კნაუფის თაბაშირის წებოს – პერლფიქსის გამოყენებით. ✅ ეფექტურად ამცირებს და არეგულირებს საფუძვლის შეწოვისუნარიანობას, ხელს უწყობს თაბაშირისა და ცემენტის ნარევების ხსნარის თანაბარ ბმას. განკუთვნილია შემდეგი ზედაპირების დასამუშავებლად: ✔️ გაზობეტონის და ქაფბეტონის, ✔️ კერამიკული და სილიკატური აგურის, ✔️ კერამზიტის და ბლოკის, ✔️ თაბაშირის და ცემენტის ბათქაშების, ✔️ ბეტონის, ✔️ ცემენტის და თაბაშირის მოჭიმვის.  

სტატიის ავტორი:

2020-01-25

სრულად ნახვა
 
KNAUF GUARDEX GM-FH 1R კნაუფის გარდექსის ფილა
Knauf [GUARD] EX® - ფასადების მოპირკეთების საიმედო მეთოდი გარდექსი არაალებადი,მსუბუქი,ეკოლოგიური,ობის,წყლის,ტენიანობისა და ამინდის ზემოქმედების მიმართ რეზისტეტული შესაფუთი ფილაა,თაბაშირის გულით და მინაბოჯკოვანი საფარით ორივე მხრიდან. Knauf [GUARD] EX-ს ფილები გამოიყენება თაბაშირმუყაოს სისტემებში შემოსვის სახით,ზემოდან თერმული იზოლაციის ფილებით და ქარისაგან დამცავად ვენტილირებად ფასადებში. მახასიათებლები: -არააალებადი მასალა.ცეცხლთან შეხების შემთხვევაში უმაგლეს შეჯიდულობას ამჯგავნებს -მსუბუქი -მარტივი ინსტალაცია -მცირე გაფართოება,შეუმშვა კლიმატური პირობების შეცვლის დროს -ობის მიმართ გამძლეობა -მაგალი გამძლეობა წყლისა და ორთქლის მიმართ -სუნთქვა(წყლის ორთქლის გამტარობა) -გამოიყენება ფასადებზე        

სტატიის ავტორი:

2020-01-22

სრულად ნახვა
 
KNAUF AQUAPANEL აკვაპანელის ფასადის ფილა ცემენტის ბაზაზე
კომპანია knaufis -ის პროდუქტი ** აკვაპანელი** ახალ სტანდარტებს აწესებს მშენებლობასა და არქიტექტურაში . მაღალი ხარისხის გარე კედლების სისტემა ,რომელიც შექმნილია მშრალი მშენელობის სისტემების გამოყენებით,არქიტექტორებს და მშენებლებს ეკონომიურ და ხარისხიან ალტერნატივას სთავაზობს ტრადიციული ბეტონისა და აგურის საპირისპიროდ. ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც ახალი მშენებლობის ,ასევე სარესტავრაციო პროექტებისათვის,როგორიცაა ოფისები,სპორტული დაწესებულებები,სკოლები საავადმყოფოები და საცხოვრებელი კომპლექსები. "აკვაპანელი" არის უნიკალური მასალა ჭარბი სინესტის მქონე სათავსოების მოპირკეთებისათვის. - იდეალური საფუძველი დეკორატიული მოპირკეთებისათვის; - 100% ნესტგამძლეობა, არ იშლება, არ იფხვნება, სპეციალური დამუშავების შედეგად არ იკიდებს ობს და სოკოს; - იღუნება რადიუსით 1 მეტრიდან; - დამუშავებისას მაქსიმალურად ტექნოლოგიურია; - სწრაფად და იოლად მონტირებადი;  

სტატიის ავტორი:

2020-01-21

სრულად ნახვა
 
კნაუფ – იზოგიპს ჯეტ” მშრალი მასალა თაბაშირის შემკვრელის ბაზაზე
იზოგიპს ჯეტ მანქანით ლესვითვის

სტატიის ავტორი:

2019-12-20

სრულად ნახვა
 
კნაუფის" მეტალის პროფილები
კნაუფის ტიხრის და ჭერის პროფილები

სტატიის ავტორი:

2019-12-20

სრულად ნახვა
 
ეკოლოგიურად უსაფრთხო თბოიზოლაცია
კნაუფ ინსულეიშენ“_ის პროდუქცია მზადდება ბუნებრივი მასალისგან, წარმოება ხდება მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მოწყობილობების გამოყენებით.პროდუქციამ გაიარა ყველა საჭირო ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევა პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისა და გარემოსათვის

სტატიის ავტორი:

2019-12-19

სრულად ნახვა