CP SAMTEX 7 B1 15 LT
375დეტალური აღწერა:
ინტერიერის ლატექსური საღებავი
ზედაპირის სტრუქტურის შემანარჩუნებელი საღებავი, გლუვი, მქრქალი, ელეგანტური დაფარვების შესაქმნელად შენობებს შიგნით. მაღალი მედეგობის გამო განსაკუთრებით გამოსადეგია დიდი დატვირთვების მქონე ზედაპირებისათვის. საღებავის თხელი ფენა აბრეშუმისებრი-მქრქალი ეფექტით ხაზს უსვამს მასალის სტრუქტურას და ჩინებულია სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და შუშა-შპალერების დასაფარად.საღებავი მავნე ემისიებისა და გამხსნელების გარეშე, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა არც დამუშავების და არც გაშრობის პროცესში.
გამოყენების სფეროები
სკოლები, საბავშვო ბაღები, საოფისე შენობები, რესტორნები, სამედიცინო დაწესებულებები,ჰოლები.
თვისებები
- წყალში ხსნადი, ეკოლოგიური, მინიმალური სუნით
- გამხსნელებისა და მავნე გამონაყოფებისაგან თავისუფალი (E.L.F.)
- სითეთრის მაღალი ხარისხი
- კარგი დაფარვისუნარიანობა
- ორთქლგამტარი
- დიფუზიური
- მადეზინფიცირებელი და საყოფაცხოვრებო საშუალებების მიმართ მედეგი
- მარტივი მოხმარებისათვის
სიპრიალის ხარისხი
მქრქალი
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.
ტექნიკური პარამეტრები
- რეცხვამედეგობა: კლასი 2, DIN EN 13 300-ის თანახმად
- კონტრასტობის ხარისხი (დაფარვისუნარიანობა): კლასი 2, 6მ2/ლ ან 160 მლ/მ2
- ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: თხელი (<100 мкм)
- სიმკვრივე: დაახლოებით 1.4 გ/სმ3