კნაუფის სალესი ბათქაში Izogips JET - 30კგ (მანქანური)
14დეტალური აღწერა:
“კნაუფ – იზოგიპს ჯეტ” - მშრალი მასალა თაბაშირის შემკვრელის ბაზაზე, პოლიმერული დანამატებით. გამოიყენება ფართების შიგნით კედლების მობათქაშებისათვის საბათქაშე მანქანების მეშვეობით. მაგალითად, ფირმის PFთ.
განკუთვნილია ჩვეულებრივი მყარი ზედაპირებისთვის, როგორიცაა:
• აგური (კერამიკული, სილიკატური, ღრუტანიანი)
• ბეტონი
• ცემენტის და თაბაშირის ბლოკები
• ძველი ცემენტის და თაბაშირის ბათქაშები
• აირბეტონი
• ქაფბეტონი
მასალის ხარჯი და ფენის სისქე:
მშარალი მასალის ხარჯი 1 კვ.მ-ზე ფენის სისქისას 10მმ. - დაახლოებით 10 კგ, დანაკარგების გათვალისწინების გარეშე.
მობათქაშებისას ერთი ფენის სისქე - 10 მმ -დან 30 მმ -მდე.
KNAUF - უმაღლესი ხარისხი.
მასალა დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მინერალისგან და არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.