-მაღალი ხარისხის ენერგოეფექტურობისთვის „კნაუფი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ გარე კედელს, რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან შედგება და ტრადიციულ კედელთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია.
- შენობების ენერგოდაზოგვის პრობლემის გადაწყვეტისა და საცხოვრებელში კომფორტული პირობების შექმნის თვალსაზრისით, შენობის თბოიზოლაციის მოწყობა გარედან, საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
- შენობაში ენერგომოხმარების შემცირების შედეგად მცირდება შენობის გათბობისა და გაგრილების დანახარჯები, შესაბამისად ენერგოეფექტურ კედელზე გაწეული ხარჯები შემდგომში მოკლე ვადაში ანაზღაურდება, რადგან კომფორტული კლიმატის შესანარჩუნებლად შენობა მოიხმარს ნაკლებ ენერგიას.