პირველი კითხვა რომელც ჩნდება რემონტის დაწყების ან ბინის რედიზაინის დორს არის, თუ რა მასალები შევარჩიოთ და შემდგომ გამოვიყენოთ ამისთვის. მასალებსა და მეთოდებს შორის ზღვა არჩევანია, პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ თუ რა მსალებს გამოვიყენებთ მშენებლობის დროს, შემდგომ კი შევარჩიოთ მათშორის საუკეთესო ხარისხი მქონე პროდუქტები ჩვენი ბიუჯეტის შესაბამის ფასად.
ის ფაქტი, რომ კედლები შესაძლოა აშენდეს ისეთი მასალებისგან, როგორიც არის აგური, ბლოკი, გაზობლოკი ან სხვა მზგავსი პროდუქტების გამოყენებით ცნობილია ყველასთვის, ვისაც კი ოდესმე ჰქონია შეხება რემონტთან. ამ მასალების გამყენება მიეკუთვნება „სველ მშენებლობას“(ტრადიციულს).
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ინდუსტრიას დაემატა ახალი მშენებლობის მეთოდი, კერძოდ „მშრალი მშენებლობა“. მისი მთავარი განსხვავება სხვა მეთოდებისგან, მდგომარეობს იმაში რომ ამ შემთხვევაში გამოიყენება თაბაშირ მუყაოს ფილები და ალუმინის პროფილები. აქედან გამომდინარე მშენებლობის ეტაპიდან ამოვარდება სველი სამუშაოები, როგორებიც არი ცემენტის მოზილვა, ბლოკის დალაგება და მისი შრობის ლოდინიც, რაც ბევრად ამცირებს სარემონტო სამუშაოების ვადას. ეს მეთოდი გამოიყენება გარე კედლების გასასწორებლადაც რაც ტრადიციულად, მოთხოვს ბევრი ფენა შპაკლის წასმას და ასევე გაშრობის ლოდინს. იქიდან გამომდინარე რომ მშრალი მშენებლობის მასალებს გააჩნიათ მცირე წონა, ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მარტივად წარმართოს მთელი პროცესი.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშრალი მშენებლობისას, არის ალუმინის პროფილებით კარკასის აწყობა. იქიდან გამომდინარე რომ კარკასი არის მთლიანი ნაგებობოს საფუძველი, აუცილებელია რომ ის მყარი და მდგრადი იყოს. სამუშაოების დაწყებამდე რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ ხარისხიანი მასალები, აუცოლებლად გამოიყენეთ სერტიფიცირებული პროდუქცია, რადგან ამაზეა დამოკიდებული კედლისა თუ ჭერის ექსპლოატაცის ვადა. ერთერთი საუკეთსო ვარაიანტია კნაუფის პროფილ და თაბაშირ მუაყაოს ფილები, რომლებიც გერმანული სტანდარტით არის დამზადებული.
თაბაშირ მუყაოს ფილებისგან, ოთახების გამყოფი კედლების აშენება სწრაფი და მარტივი პროცედურა. იმისათვის რომ კარგად გვესმოდეს ჯაჭვური ნაბიჯებისგან შედგება ეს მეთოდი, ვცდები მარტივად 10 პუნქტის დახმარებით აგიხსნათ ეს პროცესი:
- პრველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ როგორ გვინდა რომ გავტიხროთ ოთახები და შემდგომ მოვნიშნოთ ის ადგილები იატაკზე, კედელზე და ჭერზე.
- ყველა მიმმართველ პროფილებზე საჭიროა დავაწებოთ საიზოლაციო ლენტი.
- პრველ რიგში მიმმართველ პროფილები უნდა დავამაგროთ იატაგზე და ჭერზე.
- ყველა პროფილი რომლებიც ვერტიკალურად უნდა დავმოტაჟოთ, უნდა გადავჭრათ ჭერის შესაბამის ზომაზე, სასურველია რომ 10 მმ იყოს განსხვავება ჭერის სიმაღლესა და პროფილის ზომას შორის.
- გადაჭრილი პროფილები უნდა მოვათავსოთ მიმართველ პროფილებში, რომლებიც დამონტაჟებულია იატაკზე და ჭერზე, ბოლო პროფილზე რომელიც კედელზე მიებჯინება ასევე უნდა დავაწებოთ საიზოლაციო ლენტი.
- როცა დავრწმუნდებით რომ კონსტრუქცია სწორად არის აწყობილი, მიმართველი და ვერტიკალური დგომის პროფილები უნდა დავამაგროთ ერთმანთზე.
- თაბაშირ მუყაოს ფილებიც ისე უნდა გადაიჭრას რომ ჭერის სიმაღლეზე 10 – 15 მმ მოკლე იყოს, ტიხრის დამონტაჟება უნდა დაიწყოთ კედელზე მიბჯენილი მხრიდან.
- დაამაგრეთ თვითმჭერებით თაბაშირ მუყაოს ფილები პროფილებზე(აუცილებელია გამოვიყენოთ შესაბამსი თვითმჭერები) ერთი მხრიდან.
- ეხა საჭიროა კომუნიკაციების ნახვრეტებში გამოვატოართ ელეკტორბის კაბელები, დამცავი გოფრირებული მილებით და შემდგომ ჩავსვათ საიზოლაციო ფილები (მინ ბამბა).
- მეორე მხრიდანაც დამონტაჟეთ თაბაშირ მუყოას ფულები როგოეც ეს მე - 8 ნაბიჯზე გავაკეთედ.
ამ ნაბიჯსებს შემდეგ კედელი უნდა გაილესოს და ის მზად იქენბა შემდგომი დამუშავებისთვის (ელ. კომინიკაციების დასამონტაჟებლად, შპალიერის გასაკრავად და ა.შ)
მსგავსი კედლების აშენება ტრადიციული მეთოდებით (აგური, ბლოკი, გაზობლოკი, ცემენტი ან სხვა მზგავსი), ართულებს პროცეს - სველი, მტვრიანი და შრომატევადი მასალების გამო, რაც სამუშოების დასრულებას დროში საკმაოდ წელავს. იმისთვის რომ შევადაროთ რა პორცესებია საჭირო ტრადიციული მშენებლობისთვის გავყვეთ პროცეს:
- მუდმივად საჭირო ცემენტისა თუ მზგავსი მასალების პატარა პორციებით, ხელახლა შემზადება - წყლის და სამშენებლო ფხვნილის მოზილვა, რადგან მომზადებული მასა მუდივად ახალი უნა იყოს.
- ბლოკით ან მზგავსი მასალით უნდა აშენდეს სათითაოდ ტიხრები.
- ტიხარი ბევრი ფენა შესაბამისი მასალით უნდა გაილესოს იმისთვის რომ საბოლოდ სწორი კედელი მივიღოთ.
- იმისთვის რომ კედლის ზედაპირი შემდგომი სამიშაოებისთვის(კედლის შესაღებათ ან შპალიერის გასაკრავად) გამზადებული იყო, მთელი კონსტრქცია უნდა გაიშპაკლოს პირველი და მოერე პირი შპაკლით(ბათქაში).
შრობის დრო გამომდინაორებს იქიდან თუ რა სისიქის ბათქაში იქნება წასმული კედელზე, რაც უფრო არასწორია კედლის ზედაპირი, მითუფრო სქელი ფენა დასჭირდება და შესაბამისად მეტი დრო გასაშრობათ. იქიდან გამომდინარე რომ ეს პროცესები საკმაოდ მტვრიანია საქმეა, საუშაოების დამთავრები შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ მთლიანი სივრცის დასუფთავება.
თაბაშირ მუყაოს ტიხრების ამოშენების რამოდენიმე მეთოდი არსებოს და ასევე და ასვე ამ მასალას ფაჩნია მრავალი დანიშნულების დანამატებიც - არსებოს ცეხლგამძლე, ნეტგამცლე და სხვა მზგავსი ფილები დამატებითი ინფორმაცის შგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე: