ნაკერების ფორმირება და მათი გაგოზვა წარმოადგენს მშრალი მეთოდით წარმოებული სამუშაოების ხარისხის გადამწყვეტ ფაქტორს.თუ საჭიროა მთლიანი ზედაპირის დამუშავება,მაშინ ნაკერები, პირაპირები და შურუპის თავები უნდა შეიფითხნოს. ნაკერების შეფითხვნა უნდა მოხდეს მხოლოდ ამისთვის გათვალისწინებული კნაუფის საფითხნი მასებით.ვინაიდან მხოლოდ სწორად შერჩეული ფითხი იძლევა ბზარის არარსებობის გარანტიას და დამუშავებული თაბაშირმუყაოს ფილების ხანგრძლივ საიმედო შეერთებას.ამგვარად, კნაუფის კონსტრუქციები გარდაიქმნება სწორ და იდეალურ ზედაპირად შემდგომი საღებავით, შპალიერით ან კერამიკული ფილით დასაფარად.ნაკერების ლენტი თავის თავზე იღებს გაჭიმვისას წარმოქმნილ დაძაბულობებს (მაგალითად თერმული გაფართოება) რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს ნაკერების ადგილებში ბზარების გაჩენა . კვეთის ნაწიბურზე ასევე რეკომენდირებულია ნაკერების ლენტის გამოყენება,თუ თქვენ შესაფითხნი სამუშაოების ჩატარებას გადაწყვეტთ ნაკერების ლენტის გამოყენების გარეშე,მაშინ უნდა გამოიყენოთ ფითხი კნაუფ უნიფლოტი.ნაკერების ლენტის გმოყენებისას რეკომენდირებულია შეფითხვნა კნაუფ ფუგენფიულერით.კონსტრუქციული მოსაზრებებით ჭერიდან სახურავის ქანობზე გადასვლის ან სახურავის ქანობიდან სხვენზე გადასვლის ადგილებში შეფითხვნა ყოველთვის უნდა გაკეთდეს ნაკერების ლენტის გამოყენებით.( და უნიფლოტთან კომბინაციით)