×
თაბაშირ მუყაოს ფილა
აკვაპანელის ფილა
ფითხი და წებოცემენტი
პროფილი
აქსესუარები
იზოლაცია
გრუნტი
AMF ამსტრონგი
კაპაროლის საღებავები
საბათქაშე (სალესი) მანქანა
დეკორატიული ბათქაში ფასადებისათვის
  • kshop

    მინერალური ბამბის ტექნიკური მახასიათებლები, რომ არ დაირღვეს მისი სისქე უნდა იყოს შენარჩუნებული. შესაბამისად, თუ მინერალური ბამბის სისქე არის 5 სმ, 7.5 სმ, 10 სმ ან 20 სმ, მისი ტექნიკური მახასიათებლები არ დაირღვევა და სრულ შესაბამისობაში იქნება თბოიზოლაციისა და ხმისიზოლაციის მოთხოვნებთან. თუ თქვენი კედელი აზომვების შედეგად აღმოჩნდა იდეალურად სწორი, არ არის გადახრა იატაკის წერტილისა და ჭერის მიერთებას შორის, ან არ არის კედელი დეფორმირებული, მაშინ, იზოლაციის გამოთვლა უნდა მოხდეს, თავად, ამ კედლის სისქიდან გამომდინარე. სხვადასხვა კლიმატურ პირობებში კედლის სისქეს სხვადასხვა სითბური მოთხოვნები აქვს. მაგრამ, როგორც წესი, ცემენტის ბლოკის კედელი, მსუბუქი ბეტონის ბლოკები ან კერმიკული აგურებისაგან ანდა სილიკატური აგურისგან აშენებული კედლის მინიმალური სისქე საქართველოსთვის შეადგენს 40 სმ-ს. ამაზე თხელი კედლები, ზემოხსენებული მასალებით შესრულებული მოითხოვს დათბუნებას შენობის გარედან ან შიგნიდან. დათბუნების სისქე პირდაპირპროპორციულია არსებული კედლის სისქისა და გამოითვლება შესაბამისი ფორმულებით. თუ, ამ ფორმულებით გამოთვლის შედეგად დადგინდა, რომ თქვენი საცხოვრებლის კედლის დათბუნებისათვის საჭიროა 5სმ-ის სისქის მინერალური ბამბის გამოყენება და დათბუნება უნდა მოხდეს შენობის შიგნიდან, მოპირკეთების გამოსვლის მანძილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სისტემას გამოვიყენებთ. თუ თაბაშირ მუყაოს ასაკრავად გამოვიყენებთ ჭერის პროფილებს ( CD, UD), მაშინ 5 სმ ბამბას დაემატება პროფილის სისქე 27 მმ, ანუ 2,7 ს, ასევე პოლიეთინენის ფირის სისქე ( დამოკიდებულია ფირის სისქეზე, მაქს. 1მმ) და თაბაშირ მუყაოს ფილა 1. 25 სმ (12,5 მმ). შესაბამისად, თუ დათბუნებისათვის გამოვიყენებთ ტიხრის დგარის პროფილებს ( CW, UW), მაშინ, კედლის იდეალური სისწორის შემთხვევაში პროფილის სიგანეს 50მმ-ს ანუ 5 სმ-ს, რომელშიც ჩადებულია 5 სმ-იანი ბამბის ბრიკეტები, დაემატება ფირისა და თაბაშირ მუყაოს ფილის სისქე. ასე, რომ პირველ შემთხვევაში, იდეალურ შემთხვევაში, კედლიდან გამოდიხართ 9.05 სმ-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 6,35 სმ-ით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გვეწვიოთ კნაუფის სასწავლო ცენტრში, სადაც ჩვენი კონსულტანტი ჩაგიტარებთ უფასო კონსულტაციას.

    სტატიის ავტორი კნაუფის სერვის ცენტრი, 2020-02-04