×
თაბაშირ მუყაოს ფილა
აკვაპანელის ფილა
ფითხი და წებოცემენტი
პროფილი
აქსესუარები
იზოლაცია
გრუნტი
AMF ამსტრონგი
კაპაროლის საღებავები
საბათქაშე (სალესი) მანქანა
დეკორატიული ბათქაში ფასადებისათვის
  • kshop

    ორიოდე სიტყვით გვინდა მოგითხროთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის შპს პროფსისტემის შესახებ. კომპანია 2013 წლიდან ახორციელებდა სხვადასხვა საქმიანობას, ხოლო 2016 წლიდან მან შეიცვალა პროფილი და ძირითადი  საქმიანობის სფერო გახდა თაბაშირ მუყაოს სამონტაჟო სისტემებისთვის  საჭირო პროფილებისა და აქსესუარების  წარმოება. წარმოება ხორციელდება ბოლო თაობის  დანადგარებით,  რომლის ინსტალაციაც განხორციელდა უკრაინელი და თურქი სპეციალისტების მიერ.  პროფსისტემის პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა, რასაც განაპირობებს  პროდუქციის მაღალი ხარისხი,რაც დასტურდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით. პროდუქციის  პარამეტრები (სიგრძე სიგანე სიმაღლე, მეტალის სისქე) იდენტურია კნაუფის ანალოგიური პროდუქციის მონაცემებისა. 2018 წლიდან პროფსისტემის პროდუქცია გადის ექსპორტზე აზრებაიჯანის  რესპუბლიკაში.       2019 წელს  განხორციელდა რამოდენიმე მილიონიანი ინვესტიცია: კომპანიამ თბილისში  შეიძინა  47000 კვ.მ მიწის ნაკვეთი , საწარმოო შენობა ნაგებობებით,ასევე მანქანა დანადგარების  რამოდენიმე კომპლექტი, 2020 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს რამოდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვება, რომელიც გაიყიდება საქართველოს ბაზარზე და ასევე  ექსპორტით გავა კავკასიის რეგიონში

     

     

    სტატიის ავტორი გ.ს, 2020-03-30