×
თაბაშირ მუყაოს ფილა
აკვაპანელის ფილა
ფითხი და წებოცემენტი
პროფილი
აქსესუარები
იზოლაცია
გრუნტი
AMF ამსტრონგი
კაპაროლის საღებავები
საბათქაშე (სალესი) მანქანა
დეკორატიული ბათქაში ფასადებისათვის
kshop

კნაუფ – იზოგიპს ჯეტ” გამოყენების სფერო

“კნაუფ – იზოგიპს ჯეტ” - მშრალი მასალა თაბაშირის შემკვრელის ბაზაზე, პოლიმერული დანამატებით. განკუთვნილია ფართების შიგნით კედლების მექანიზირებული მობათქაშებისათვის საბათქაშე მანქანების მეშვეობით, მაგალითად, ფირმის PFთ. მისი დატანა ხდება ჩვეულებრივ მყარ ზედაპირებზე: აგურის (კერამიკული, სილიკატური, ღრუტანიანი და ა. შ.) წყება, ბეტონი, ცემენტის და თაბაშირის ბლოკები, ძველი ცემენტის და თაბაშირის ბათქაშები, აირბეტონი და ქაფბეტონი.
ზედაპირის მომზადება
საფუძველი უნდა იყოს მშრალი, მყარი, გაუყინავი, ტემპერატურით არანაკლებ +5°С. ზედაპირი უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისგან, მტვრისგან, განშრევებებისგან. ბეტონიდან მოაცილეთ ყალიბის საპოხის ნარჩენები. დიდი უსწორობები უნდა გამოსწორდეს. ხსნარის არათანაბარი გამაგრების თავიდან აცილებისათვის სილიკატის აგურის ან აირ - ქაფბეტონის ბლოკების წყება უნდა დამუშავდეს გრუნტით “კნაუფ-მულტიგრუნდი”. მკვრივი, გლუვი, სუსტად შემწოვი და ტენის არშემწოვი ზედაპირები, მაგალითად, ბეტონი, ცემენტის ბათქაშები, ქაფპოლისტიროლის ფილები, უნდა დამუშავდეს გრუნტით “კნაუფ – ბეტოკონტაქტი” ზედაპირთან ბათქაშის ადჰეზიის (შეჭიდების) გაუმჯობესების მიზნით. დატანის შემდეგ გრუნტი უნდა გაშრეს: “კნაუფ - მულტიგრუნდი” - 6 საათის განმავლობაში, “კნაუფ - ბეტოკონტაქტი” - 12 საათის განმავლობაში. დაუშვებელია დაგრუნტულ ზედაპირზე მტვრის მოხვედრა.
სამუშაოების შესრულების წესი
საფძველის და ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +5°С-დან +30°С-მდე ფარგლებში. საბათქაშე მანქანა, რომელიც აღჭურვილია შნეკის წყვილით D6-3, უნდა მომზადდეს მუშაობისათვის ესპლუატაციის ინსტრუქციის თანახმად. საბათქაშე მანქანაში დააყენეთ წყლის საწყისი ხარჯი დაახლოებით 700-750 ლ/სთ და დაარეგულირეთ ხსნარის კონსისტენცია წყლის რაოდენობის შეცვლის მეშვეობით. ხსნარის დატანა ხდება ხსნარის პისტოლეტით და შემდეგ ის თანაბრდება ჰ-სამართით. როგორც კი ბათქაშის ხსნარი დაიწყებს გამაგრებას (დაახლოებით დატანიდან 90-110 წუთის შემდეგ), ზედაპირი უნდა გასწორდეს ტრაპეციისებრი სამართით, მოიჭრას ზედმეტობები და შეივსოს ჩაღრმავებები. გაშრობის შემდეგ ასეთ ზედაპირზე შესაძლებელია კერამიკული ფილების მიწებება, რისთვისაც ბათქაში წინასწარ უნდა დამუშავდეს ღრმა შეღწევადობის გრუნტით “კნაუფ – ტიფენგრუნდი”, ხოლო სადაც შესაძლებელია ზედაპირის დასველება, უნდა დატანილ იქნას ჰიდროიზოლაცია “კნაუფ –ფლეხენდიხტი”. თუ ზედაპირის მომზადება ხდება ლილვაკით შეღებვისათვის ან შპალერის გაკვრისათვის, მაშინ გასწორებიდან მცირეოდენი დროის (დაახლ. 15-30 წუთი) შემდეგ ბათქაშის ზედაპირი უნდა დასველდეს წყლით, გაიხეხოს წრიული მოძრაობებით უხეში ღრუბლიანი სახეხით და მოცილებულ იქნას შესაძლო უსწორობები და ტრაპეციისებრი სამართის კვალი. მცირე დაყოვნების შემდეგ, გლუვი ზედაპირის წარმოქმნამდე (დაახლოებით 15-20 წუთი სახეხით დამუშავების შემდეგ), ბათქაში უნდა გასწორდეს უჟანგავი ლითონის საპრიალებლით ან განიერი ფითხით ფართო მოძრაობებით. ასეთ ზედაპირზე შესაძლებელია შპალერის გაკვრა. მაღალხარისხიანი შეღებვისთვის ან თხელფენიანი დეკორატიული მასალებისათვის ზედაპირის მომზადების შემთხვევაში ზედაპირი დამატებით უნდა დამუშავდეს საფითხნი მასალით “კნაუფ –სატენგიპს”.
მასალის ხარჯი და ფენის სისქე
მშრალი მასალის ხარჯი 1 კვ. მ.-ზე, ფენის სისქისას 10 მმ. - დაახლოებით 10 კგ, დანაკარგების გათვალისწინების გარეშე.
მობათქაშებისას ერთი ფენის სისქე - 10 მმ-დან 30 მმ-მდე.
შენახვა
ტომრები ინახება მშრალ სათავსოში, ხის ქვეშებზე. პირველ რიგში გამოიყენება მასალა დაზიანებული ტომრებიდან. დაუზიანებელ შეფუთვაში შენახვის ვადა - 6 თვე წარმოების დღიდან.

სტატიის ავტორი , 2019-12-20